აუცილებელია სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება – ევროკომისიის წარმომადგენელი

ზოგადად, სომხეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აუცილებელია ვიზებზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით მუშაობა. ამის შესახებ ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილემ, იოჰანეს ლუხნერმა, 20 მაისს ერევანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა:
მისი თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. ამავდროულად, ლუხნერმა შეახსენა, რომ ეს პროცესი მრავალი პირობისა და მოთხოვნის შესრულებას მოითხოვს.
მან შეახსენა, რომ პროცესის დასასრულს ევროკომისიამ და სომხეთმა ევროკავშირის 27 ქვეყანა უნდა დაარწმუნონ, რომ პროცესი რეალისტურია და დასრულებულია. გარდა ამისა, პროცესმა ევროპარლამენტის დამტკიცება უნდა მიიღოს.







