პოლიტიკა
„დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ რიტორიკა არ ჯდება მშვიდობის დღის წესრიგში: მირზოიანი

„დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ რიტორიკა არ ჯდება მშვიდობის დღის წესრიგში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს რიტორიკა ასევე არ ჯდება სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების ჩარჩოებში.მირზოიანმა კიდევ ერთხელ აბსურდული უწოდა განცხადებებს, რომ ისინი სომხეთში 300 ათასი აზერბაიჯანელის ჩასახლებას აპირებენ.







