კულტურა
პარიზის მახლობლად, ქალაქ კლამარტში ყოველწლიური კულტურული ფესტივალი „სომხეთის დღე“ მე-11-ჯერ გაიმართა

პარიზის მახლობლად, ქალაქ კლამარტში ყოველწლიური კულტურული ფესტივალი „სომხეთის დღე“ მე-11-ჯერ გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩო იტყობინება.
ღონისძიების ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სრულუფლებიანი მინისტრი ჟან-დიდიე ბერგერი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი გიიომ კასბარიანი, კლამარტის მერი ივ კოკა, მერის მოადგილე ჟაკლინ მინასიანი და საფრანგეთში სომხეთის საელჩოს მრჩეველი დავიდ ასოიანი.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში გამოვიდნენ ფრანგულ-სომხური მუსიკალური და საცეკვაო ჯგუფები, მოეწყო შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები, უფასო ჭადრაკის თამაშები და მაყურებელს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა სომეხ ავტორებს.







