საზოგადოება
რუსეთის ფედერაცია დროებით შეზღუდავს სომხეთიდან რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტს

„როსელხოზნადზორი“ 30 მაისიდან დროებით ზღუდავს სომხეთიდან რუსეთში რიგი ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების იმპორტს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, რუსული სააგენტოს ცნობით, შეზღუდვები ვრცელდება სომხური წარმოშობის პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტზე.
„როსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების მიწოდების დროს დარღვევების სიხშირის გამო და ფიტოსანიტარიული კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.







