„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ ბათუმისა და სევანის სეზონურ მიმართულებებს აამოქმედებს

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ 14 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით საერთაშორისო მგზავრთგადაყვანას იწყებს.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. გადაყვანა ხორციელდება საფირმო მატარებლით „არმენია“, რომლის თანამედროვე და კომფორტული ვაგონები ადაპტირებულია შორეული მგზავრობისთვის.
მატარებელი 1 ოქტომბრამდე დღეგამოშვებით იმოძრავებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის სადგურების სალაროებში, ასევე ონლაინ რეჟიმში.
გარდა ამისა, 12 ივნისიდან მუშაობას იწყებს ერევანი-სევანი-შორჟა-ერევნის მარშრუტი. ელექტრომატარებელი პარასკევს, შაბათსა და კვირას იმოძრავებს. ერევნის სადგურიდან მატარებელი 08:30 საათზე გავა, ხოლო შორჟას სადგურიდან უკან 17:00 საათზე დაბრუნდება.
გიუმრი-ერევნის №101 სწრაფი მატარებლის მგზავრების მოხერხებულობისთვის, 12 ივნისიდან ელექტრომატარებელი გიუმრის სადგურიდან 19:40 საათზე გავა, წინა 17:55 საათის ნაცვლად.









