მთავარიპოლიტიკა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 58.97%-მა მიიღო მონაწილეობა

2 მილიონ 503 ათას 976 ამომრჩევლიდან, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში 1 476 597 ამომრჩეველმა ანუ ამომრჩეველთა 58.97%-მა მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა განაცხადა.

7 ივნისს სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 18 პოლიტიკური ძალა დარეგისტრირდა: 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემისთვის სომხეთის მასშტაბით 2005 საარჩევნო უბანი შეიქმნა. არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტებულია 71 მედია საშუალება, სადამკვირვებლო მისიებს 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button