
სომხეთის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი მის მიერ ნახელმძღვანელები „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პარტიის ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ემზადება. Euractiv-ის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება და ვადები ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ფაშინიანმა ინტერესი გამოთქვა, პანევროპულმა ცენტრისტულმა ოჯახმა კი შესაძლოა ევროპის სახალხო პარტიაში წევრობა წლის ბოლომდე დაადასტუროს. ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანებით დაინტერესებულ სხვა პარტიებს შორისაა უნგრეთის მმართველი პარტია Tisza, დანიის ლიბერალური ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკის STAN და მონტენეგროს მმართველი პარტია Europe Now (PES), რომლის ლიდერი მილოშკო სპაჯიჩი ორშაბათს სარაევოში ევროპის სახალხო პარტიიის გაფართოების ღონისძიებას დაესწრო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა კვირას გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „რუსეთის ჩარევის ბრალდებები ახლდა თან“. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია, ევროპის სახალხო პარტიას 2012 წელს შეუერთდა და დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიიღო.







