ეკონომიკა

Wizz Air-ი დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთში რეისებს იწყებს

Wizz Air-მა 8 ივნისიდან ერევანსა და ლონდონს შორის პირდაპირი რეისები დაიწყო.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა დსს ,,სომხეთის საერთაშორისო აეროპორტები“-მ.

ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის ლუტონის აეროპორტში რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

7 ივნისიდან ავიაკომპანიამ ასევე დაიწყო რეისები საბერძნეთის კუნძულ როდოსში. რეისები ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

„ბილეთების ხელმისაწვდომობის, შეძენისა და სხვა დეტალებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ავიაკომპანიის ვებსაიტს: wizzair.com ან მობილურ აპლიკაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button