
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს ეროვნული ასამბლეის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას.
ვამაყობ, რომ მხარი დავუჭირე მის ხელახლა არჩევას და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით, ულამაზესი სომხეთი მიაღწევს სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს, რომელიც ყველას ყველაზე ველურ მოლოდინს გადააჭარბებს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.







