პოლიტიკა

ფაშინიანმა პუტინს რუსეთის დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღე მიულოცა. მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია: „ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დღესასწაულთან – რუსეთის დღესთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული განასახიერებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პასუხისმგებლობას მათი ქვეყნის მომავლის მიმართ, ასევე მეგობარი რუსი ხალხის მისწრაფებას, დამოუკიდებლად აირჩიონ სახელმწიფოს განვითარების გზა. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირები, ასევე ერთმანეთის სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის ორმხრივი მზადყოფნა კვლავაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების სრული სპექტრის გამოყენებას. გისურვებთ თქვენ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო რუსეთის ხალხს – ყოველივე საუკეთესოს და კეთილდღეობას“. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ, სომხეთის პარტია ,,სამოქალაქო ხელშეკრულების“ ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც წინასწარი ოფიციალური შედეგებით უმრავლესობა მიიღო, რუსეთიდან მილოცვა ჯერ არ მიუღია.

ნახეთ მეტი
Back to top button