
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. მათი თანახმად, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტიების ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, ალიანსი „სომხეთი“ და პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“. პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ 4 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.
სიებში შეყვანილი ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 2 მილიონ 503 ათას 990-ია, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილ ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1126-ია, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემ ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1300-ია, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 410-ია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 506 ათას 826-ია, ხმის მიცემის მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 მილიონ 476 ათას 769-ია ანუ 58.9 პროცენტი.
მან ასევე წარმოადგინა პარტიებისა და პარტიული ალიანსების მიერ მიღებული ხმები:
პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 49.7456 პროცენტი – 726,819
ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ ალიანსი 23.2710 პროცენტი – 340,006 ხმა
ალიანსი „სომხეთი“ 9.9231 პროცენტი – 144,983 ხმა
პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.9893 პროცენტი – 58,287 ხმა







