ეკონომიკა

31 მარტის მონაცემებით, სომხეთის სახელმწიფო ვალი 5 ტრილიონ 311 მილიარდ დრამს ($14, 68 მლრდ )   შეადგენდა  – სრ ფინანსთა მინისტრი

2026 წლის 31 მარტის მონაცემებით, სომხეთის სახელმწიფო ვალი 5 ტრილიონ 311 მილიარდ დრამს  ($14, 68 მლრდ) შეადგენდა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანესიანმა სრ ეროვნული პარლამენტის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივი კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, 2025 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, სახელმწიფო ვალი 11 მილიარდი დრამით  გაიზარდა. „31 მარტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 5 ტრილიონ 311 მილიარდ დრამს შეადგენდა, რაც 31 დეკემბერთან შედარებით მხოლოდ 11 მილიარდი დრამით გაიზარდა. დოლარში გამოხატული ჩვენი ვალი 14 მილიარდ 68 მილიონ დოლარს შეადგენს“, – თქვა ჰოვანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button