„გაზპრომი“ 2023 წელს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანულ აირს ყიდულობდა და აწვდიდა სომხეთს

ეკონომიკურმა კომენტატორმა, ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა ჰაიკ გევორგიანმა Factor TV-ის ეთერში ისაუბრა რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ პოლიტიკურ მოტივაციაზე, გაზის ალტერნატივებზე და ამ სიტუაციაში სომხეთის ეკონომიკის პრობლემებსა და შესაძლებლობებზე.
რუსეთის მიერ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ჰაიკ გევორგიანმა აღნიშნა, რომ პრობლემა სულაც არ არის იმ მავნებლებში, რომელიც რუსეთის მხარემ ვითომდა აღმოაჩინა სომხურ პროდუქტში.
„მე დავინტერესდი და გავიგე, რომ რუსეთი ამ მხრივ ყველაზე არაკეთილსინდისიერ ქვეყნად ითვლება. ანუ, რუსულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში ხოჭოების გაცილებით მეტი სახეობაა, ვიდრე სომხურში. ერთხელ ჩავატარე კვლევა ტრიპსის ხოჭოსთან დაკავშირებით, როდესაც მისი გავრცელება რუსეთში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სომხეთში. ასე რომ, აქ პრობლემა ნამდვილად არ არის დაკავშირებული ხოჭოებთან, იქნება ეს კაპრა თუ სხვა ხოჭოები. პრობლემა წმინდა პოლიტიკურია, ძალიან ნაცნობი სცენარით, რომელიც უკვე რამდენჯერმე გამოსცადა რუსეთმა, მაგრამ მას ყოველთვის საპირისპირო ეფექტამდე მივყავართ. ანუ, ეფექტი და შედეგი, რომელსაც ისინი ელიან, ყოველთვის საპირისპირო აღმოჩნდება ხოლმე.“
გევორგიანის თქმით, რუსეთს გავლენის ორი მთავარი ბერკეტი აქვს: ენერგომატარებლების მიწოდების შეზღუდვა და სომხური პროდუქციის ბაზარზე შესვლის აკრძალვა.
„რითი ვართ რუსეთზე დამოკიდებულნი? დამოკიდებულება ორ ჯგუფად უნდა დავყოთ: პირველია ენერგომატარებლები და გაზი, მეორეც, სომხური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. ახლა პროდუქციის ექსპორტი რუსეთში გაჩერებულია. ანუ ეს ერთი ბერკეტი უკვე ბოლომდეა გამოყენებული. შემდეგი ბერკეტი უნდა იყოს გაზი. რა მოხდება, თუ რუსეთი დაკარგავს ამ ორ ბერკეტს? ეს იქნება აშკარა და საბოლოო ესკალაცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. და რა აქვს აქ რუსეთს? მას აქვს ინფრასტრუქტურული კომპანიები: „გაზპრომი“, რკინიგზა, სამხედრო ბაზა, სასაზღვრო დაცვა, შეუზღუდავი მედია რესურსები და ყოფნა პოლიტიკურ ასპარეზზე და ქვეყანაში. თუ ესკალაცია ბოლო წერტილამდე მივა, ჩვენ დავკარგავთ ორ ბერკეტს, რომლის შედეგად მიყენებულ ზიანს ადრე თუ გვიან გავანეიტრალებთ , სამაგიეროდ რუსეთი ყველაფერს დაკარგავს სომხეთში. ეს უბრალოდ აშკარაა.“
გაზმომარაგების შესაძლო ალტერნატივებზე საუბრისას, ეკონომიკურმა კომენტატორმა რამდენიმე მიმართულება ახსენა.
„2023 წელს, ჩემს ხელთ არსებული ძალიან სანდო ინფორმაციით, სომხეთი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანულ აირს იყენებდა. მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში აირი ვერ შემოდიოდა და „გაზპრომი“ აზერბაიჯანული აირის შეყიდვას ახორციელებდ, რომელიც შემდეგ სომხეთს მნიეწოდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს წმინდა ტექნიკური შესაძლებლობა, რომ გაზი აზერბაიჯანიდან სომხეთში შემოვიდეს. მეორე არის ირანის გაზსადენი. 2000-იან წლებში პროექტი 1200 მმ-იანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ბნელ პირობებში მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე 700 მმ-იანს ვაშენებდით, რათა რუსულ გაზს სომხეთში ალტერნატივა არასდროს ჰქონოდა. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას“.







