გერმანიის ელჩმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ათეულზე მეტი სნოუბორდი გადასცა

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში კლაუდია ბუშმა, თავისი მთავრობის სახელით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 16 თოვლმავალი, სნოუბორდი გადასცა შეიარაღებული ძალების ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაციისა და მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება და დასძენს, რომ 17 ივნისს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედუარდ ასრიანმა კლაუდია ბუში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში მიიღო.
ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და გერმანიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ 2025 წლიდან ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით, რომელსაც ხელი მოაწერეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა. სნოუბორდები მაღალმთიან პირობებში პერსონალის და მცირე, მსუბუქი ტვირთის გადასაზიდად იქნება გამოყენებული.
გერმანიიდან ჩამოსული ექსპერტების მხარდაჭერით, სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ამჟამად სნოუბორდების მართვას სწავლობს.







