ჰეგემონიისკენ სწრაფვა უნდა დასრულდეს – ჰაკან ფიდანი ხაზს უსვამს 3+3 ფორმატის მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 3+3 ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ჰაკან ფიდანმა გაზეთ „თურქიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანს, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. როგორც რეგიონის ქვეყნებმა, ჩვენ პრიორიტეტი უნდა მივცეთ თანამშრომლობას კონკურენციასა და ჰეგემონიისკენ სწრაფვაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გაგება გარკვეულ ეტაპს აღწევს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში. იგივე პერსპექტივით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და გავზარდოთ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჰეგემონიის ძიება უნდა დასრულდეს. მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა ყველას წაადგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი გაგება. 3+3 ფორმულა კავკასიაში მნიშვნელოვანი თანამშრომლობის განხორციელებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, არსებობს დაბრკოლებები. ზოგიერთ ქვეყანას შორის ურთიერთნდობა სერიოზულ დონეს მიაღწია. მეორეს მხრივ, არსებობს საერთო მისწრაფებაც“, – თქვა ფიდანმა.







