
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი და ვაშინგტონი მზად არიან სწრაფად იმოძრაონ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის განხორციელებისკენ.
ეს განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, როდესაც უპასუხა „Armenpress“-ის კორესპონდენტის კითხვას TRIPP პროექტის მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციებისა და კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო, სულ მცირე, წინასწარი გადაწყვეტილება ამ პროექტის დაფინანსების შესახებ და შექმნა ფონდი, რომლითაც უნდა დაფინანსდეს რეგიონული პროექტები, მათ შორის TRIPP პროექტი.
„დიდი თანხები უკვე გამოყოფილია და სომხეთის რესპუბლიკა, ბუნებრივია, დანარჩენ საკითხში თავის ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტს ხელი მოეწერაб ახლა რატიფიკაციის ეტაპია, მაგრამ ფორმალობებს არ უნდა დაველოდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ჩვენი და შეერთებული შტატების დამოკიდებულება“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.







