ეკონომიკა

სომხეთმა უკრაინასა და საქართველოში 162 ტონა გარგარი გაიტანა  –    პაპოიანი

1-დან 17 ივნისის ჩათვლით, სომხეთმა 411 ტონა სათბურის ბოსტნეული და მარწყვი და დაახლოებით 1.8 მილიონი ყვავილის ექსპორტი მოახდინა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა 18 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მოცულობით გეოგრაფია შემდეგია: საქართველო, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, უკრაინა, ბულგარეთი, კვიპროსი, ლატვია, რუმინეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელარუსი, ყაზახეთი. გევორგ პაპოიანის თქმით, გარგარის ექსპორტიც დაიწყო.

„ჩვენ 162 ტონა გარგარი გავიტანეთ. გუშინ პირველი ექსპორტი უკრაინასა და საქართველოში განხორციელდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button