საზოგადოება

რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით კიდევ 490 ტონა ხორბალი გაიგზავნა

რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით კიდევ ერთი პარტია გაიგზავნა, რომლის წონა 490 ტონაა, Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება აზერბაიჯანული მედია.

აღნიშნულია, რომ ტვირთი სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა. საუბარია ხორბლით დატვირთულ 7 ვაგონზე.

ადრე ამ მარშრუტით რუსეთიდან სომხეთში 29 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული გადაიტანეს.

ამ მარშრუტით ასევე გადაიტანეს სასუქები, ქვანახშირი, ალუმინი და სხვა ტვირთები.

ნახეთ მეტი
Back to top button