საზოგადოება

ცნობილი არტისტები, უცხოელი დიჯეები  – „ვარდავარი“ ერევანში ფართოდ აღინიშნება

წელს ერევანში ვარდავარი ახალი ფორმატით აღინიშნება. „არმენპრეს“-ის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ერევნის მერის მოადგილემ, ლევონ ჰოვჰანსიანმა აღნიშნა, რომ დღესასწაული 12 ივლისს საკმაოდ მდიდარი პროგრამით აღინიშნება.

„რესპუბლიკის მოედანზე ცნობილი არტისტებისა და უცხოელი დიჯეების მონაწილეობით საკონცერტო პროგრამაა მოსალოდნელი. ეს დღესასწაულიდიდ მოწონებას იმსახურებს  და ასე თუ ისე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად აღინიშნება, მაგრამ წელს ერევანში ახალი ფორმატით აღვნიშნავთ. ვფიქრობ, დიდი ტურისტული ნაკადი იქნება და ეს ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება ახალი ხარისხით“, – თქვა ლევონ ჰოვჰანსიანმა.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება, კონცერტის პროგრამის გარდა, იქნება წყლის ზონები და საკონკურსო პროგრამები. ბავშვებისთვის ცალკე წყლის ზონები იქნება, რათა მათ დრო უფრო უსაფრთხო გარემოში გაატარონ. იქნება მობილური კვების ობიექტები. „ამ დღეს ჩვენ არსად არაფერს ავკრძალავთ და არ შევზღუდავთ, უბრალოდ, ის უფრო ფართო მასშტაბით აღინიშნება რესპუბლიკის მოედანზე. გარწმუნებთ, რომ იქნება მეტი წყალი, მეტი გაწუწული ხალხი და საინტერესო პროგრამა კარგი დროის გასატარებლად“, – განაცხადა ლევონ ჰოვჰანსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button