ეკონომიკა

სიაში სომხეთი ლიდერობს – რა ღირს კვერცხი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, კვერცხის ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან.

კერძოდ, სომხეთის მარკეტებში 12-ცალიანი შეფუთვის ფასი საშუალოდ 2.6 დოლარს შეადგენს, რითაც 99 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა. რეიტინგში 86-ე ადგილი ერგო აზერბაიჯანს, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 1.6 დოლარს უტოლდება.

რა ღირს კვერცხი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

სომხეთის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასები აქვს საქართველოს, სადაც მარკეტებში საშუალო ფასი 2.52 დოლარის ფარგლებშია. ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში 63-ე ადგილზეა.

თურქეთში 12 ცალი კვერცხის ფასი საშუალოდ 2.13 დოლარის ფარგლებშია, რითაც ქვეყანა 67-ე ადგილზეა. მას კი სამეზობლოში მოსდევს რუსეთი მე-80 ადგილითა და 1.83 დოლარის საშუალო ფასით.

ნახეთ მეტი
Back to top button