პოლიტიკა
ფაშინიანმა და მიშუსტინმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.
„მთავრობის მეთაურებმა სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.







