მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სომხეთს

როგორც მსოფლიოს  ყველაზე  მძლავრი  დემოკრატიული  ქვეყანა, შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს სომხეთს დემოკრატიის დამკვიდრებაში. ვაშინგტონში ამერიკის სომხეთის ასამბლეის საღამოს დროს, კონგრესმენმა ჯეკ სპირ-კანჩელიანმა განაცხადა. ამერიკის ხმის თანახმად, მან აღნიშნა, რომ 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუცია უპრეცედენტო მოვლენა იყო არა მხოლოდ სომხეთის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

კონგრესმენის აზრით, სომხეთი ახლა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას: ხავერდოვანი რევოლუციის მიერმიცემული შესაძლებლობით  შექმნას თავისი ეკონომიკა, გააძლიეროს თავისი პოზიცია რეგიონში და  საკუთარი მოქალაქეებს მისცეს  შესაძლებლობები.

„დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს ის გამოწვევებია, რომლებიც მისაწვდომნი არიან  საზოგადოების დიდი მხარდაჭერის მქონე მთავრობისთვის“, – განაცხადა გონგრსმენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button