მთავარიპოლიტიკა

სომხეთის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი ძლიერი და თავდაცვითი არმიაა. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი ძლიერი და თავდაცვითი არმიაა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ, კოტაიქის ოლქის ქალაქ ჰრაზდანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ჩვენი არმია უპირველეს ყოვლისა მშვიდობისთვის გვჭირდება. ჩვენ მშვიდობისთვის ვემზადებით, რადგან გვესმის, რომ ძლიერი და თავდაცვითი არმია მშვიდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა, რომელსაც ძლიერი და თავდაცვითი არმია არ ჰყავს, შეიძლება აგრესიის ცდუნებას წარმოადგენდეს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვყავდეს ძლიერი და თავდაცვითი არმია, მაგრამ მისი ამოცანა უნდა იყოს სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა. და ეს არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტია, ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს თაობიდან თაობას გადავცემთ“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button