მთავარისაზოგადოება

კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ არ იქნება სანახევრო ბრძოლა. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის პოლიტიკა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

”ზოგიერთი კორუფციონრი ფიქრობდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში არეულობაა და ამ დროის განმავლობაში  თავის ბნელ საქმეებს მოაგვარებდა. ახალ სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების სამსახური  არ არის პიროვნება, იგი სისტემაა და მიჰყვება უკან ამჟამინდელ და ყოფილ ყველა კორუმპირებულ, ჯაშუშურ და სხვა მსგავსი სახის ელემენტს, ასევე საგამოძიებო კომიტეტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურა, პოლიციისა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტი.

კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ არ იქნება სანახევრო ბრძოლა.

ყველა ვინც გაძარცვა და ძარცვავს ხალხს ციხეში აღმოჩნდება, ”- ფეისბუქის თავის გვერდზე წერს სრ პრემიერ- მინისტრი ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button