მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით: სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის მინისტრის მოადგილე კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას სრ ვიცეპრემიერმა მჰერ გრიგორიანმა. როგორც ვიცე პრემიერის ოფისი  იტყობინება, მან შეაჯამა 2017 წლის და 2018 წლის წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგები  და აღნიშნა, რომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულია ახალი პროექტები, ხოლო 2020 წლისთვის უკვე ნათლად არის განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები.  სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სომხური მხარე ამჟამად იმყოფება საგზაო რუკის გამოყენების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს შეუფერხებლად და ეფექტურად.

კატარინა მატერნოვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს სომხეთის მთავრობას რეფორმების დღის წესრიგის კიდევ უფრო გააქტიურების  მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button