პოლიტიკა

შალვა თადუმაძე – პრეზიდენტის გამოკითხვასთან დაკავშირებით

,,პირველი არხის“ ინფორმაციით, თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,  ე.წ.  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, თადუმაძემ აღნიშნა, რომ  “როცა დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მას აუცილებლად დააყენებს პროკურატურა”.

“გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის”, – განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ,  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

ნახეთ მეტი
Back to top button