საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

ამ დროისთვის “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

„ჯორჯიან მანგანეზი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button