მთავარიპოლიტიკა

იორდანიის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების მინისტრი ჩამოვა სომხეთში

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ემიგრაციის მინისტრი აიმან ალ საფადი  ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში 2-3 დეკემბერს ჩამოვა. სომხეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან  გვაცნობეს,  ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან ალ საფადს  მიიღებენ სომხეთის  პრეზიდენტი არმენ სარგსიანი,   პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button