კულტურა

ამერიკულმა ,,Condé Nast Traveler“-მა სომხეთი მოიცვა 2020 წლის ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში

ამერიკულმა სამოგზაურო ჟურნალმა  ,,Condé Nast Traveler“- მა გამოაქვეყნა იმ საუკეთესო 20 ქვეყნის სია, რომლებიც 2020 წელს უნდა მოინახულოთ. მას სათავეში უდგას სომხეთი.

”სომხეთი მომავალ წელს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქვეყანა გახდება”, – ნათქვამია სტატიაში.

სომხეთში პირველად ჩასულ სტუმრებს ურჩევენ დარჩენ ვარდისფერ ქალაქ ერევანში. სასტუმროში ყოფნის შემდეგ, სტატიის მიმომხილველი სთავაზობს ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულებას: რესპუბლიკის მოედანი, კასკადი, წიწერაკაბერდის მემორიალური კომპლექსი, რომელიც 1915 წლის სომეხთა გენოციდს ეძღვნება.

ქალაქის გარეთ, სომხეთის ტურიზმს საფუძვლად სომხური ეკლესიები უდგას. კერძოდ, საუბარია ხორ ვირაპის, ნორავანქის, გეღარდის, წარმართული გარნის ტაძარზე. სომხური ხუროთმოძღვრების მთავარი სამკაული არის ეჩმიაძინი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ერთ – ერთი უძველესი ტაძარი. სტატიაში აგრეთვე საუბარია სევანის ტბაზე, დილიჟანის ეროვნულ პარკსა და სხვა ღირსშესანიშნაობებზე.

ჟურნალ ,,Condé Nast Traveler“- ის მიერ შემოთავაზებული 20 ქვეყნის სიაში შედის ბრაზილია, ესპანეთი, კანადა, დანია, არგენტინა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და სხვები.

ნახეთ მეტი
Back to top button