ეკონომიკა

სომხეთი ესპანეთში წარმოდგენილია წლის პირველ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე

ერევანი, 23 იანვარი, არმენპრესი. ასოციაციის ,,ტურიზმი არმენია”-ს მხარდაჭერით დიდი და ერთიანი პავილიონიT, სომხეთი წარმოდგენილია წლის პირველ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე ,,Fitur2020”, რომელსაც ადგილი აქვს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.

“არმენპრეს”-ის უწყებით, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობებს წარმოადგენს  წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შიდა ტურიზში გამოცდილი 9 კომპანია.

,,Fitur2020“ ერთ პლატფორმაზე აერთიანებს 10,000-ზე მეტ ტუროპერატორს 160 ქვეყნიდან. მოსალოდნელია, რომ სექტორის პროფესიონალთა და გამოფენის მონაწილეთა რაოდენობა აღემატოს 250,000.

სომხეთის შემომავალი ტუროპერატორები ესპანეთის და ევროპული ბაზრის პარტნიორები, ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენისას განსაკუთრებით ხაზს უსვამენ კულტურული და გასტროტურიზმის შესაძლებლობებს.

”წელს სომხეთი წარმოდგენილია არა რამდენიმე პატარა სტენდით, არამედ დიდი, წარმოდგენითი, ერთიანი პავილიონით. ამავე დროს, გაერთიანებული სომხური “ქოლგის” ქვეშ შეიკრიბნენ არა მხოლოდ ასოციაციის წევრები, არამედ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სხვა ტურისტული კომპანიები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორად წარმოსადგენად საერთაშორისო პარტნიორებთან და ტურიზმის ინდუსტრიის კონსოლიდაციის, ერთიანობისა და დარგის განვითარების მიზნით ”,- აღნიშნა ასოციაციის ,,ტურიზმი არმენია”-ს პრეზიდენტმა სიუზანა აზოიანმა.

ასოციაციის ,,ტურიზმი არმენია”-ს წევრმა კომპანიებმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, 1995 წლიდან, ჩვენი ქვეყანა წარმოუდგინეს საერთაშორისო პარტნიორებს, სომხეთში დააფუძნეს რა ორგანიზებული ტურიზმი.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ესპანეთში ჩვენი ქვეყნის საელჩომ და სომხურმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირეს  საერთაშორისო გამოფენაზე,,Fitur2020“ სომხეთის საუკეთესო წარმოდგენას. „Fitur2020“, რომელიც 22 იანვარს დაიწყო, 5 დღე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button