მთავარიპოლიტიკა

ბერლინში გაიმართა მაღალი დონის სომხურ-გერმანული მოლაპარაკებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.

არცახპრესი. როგორც იუწყებიან სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტიდან, გერმანიის კანცლერი მიესალმა და მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. მან გამოთქვა რწმენა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგის განხილვის საშუალებას იძლევა. ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებებით სომხური მხარის მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების ეფექტურად განვითარების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შეეხო სომხეთში არსებულ ეკონომიკურ მოვლენებს და აღნიშნა, რომ მაღალი ზრდის ტემპები დაფიქსირდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია  გერმანული ბიზნესის  და კაპიტალის გაფართოებით სომხეთის ბაზარზე და გერმანული კომპანიები მოიწვია მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დარგებში დაგეგმილ ინვესტიციურ პროექტებში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ინდუსტრიის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, განათლების სფეროში.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთში 5 აპრილს ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე, მის გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა აპირებს მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები რეფერენდუმზე დაკვირვების მიზნით.

ანგელა მერკელმა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა განუცხადა სომხეთს სასამართლო რეფორმების განხორციელებაში და მნიშვნელობა მიანიჭა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიზნით სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

ნახეთ მეტი
Back to top button