საზოგადოება

თურქმენეთში აკრძალეს სიტყვა “კორონავირუსი”

2020 წლის 31 მარტი. ინფოტეკა24. თურქმენეთის ხელისუფლებამ ყველგან აკრძალა სიტყვა “კორონავირუსის” გამოყენება.
ამის შესახებ იტყობინება გმომცემლობა ,,მედუზა“, მიუთითებს რა საერთაშორისო ორგანიზაციაზე ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.
ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, კორონავირუსის ინფექცია არ არის ნახსენები სახელმწიფო მედიაში ან სამედიცინო ბროშურებში, რომლებიც გავრცელებულია სკოლებში, საავადმყოფოებში და საწარმოებში.
,,რადიო აზატლიკის“ (,,რადიო თავისუფლების“ თურქმენეთის განყოფილება ) წარმომადგენლის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ნიღბებს ატარებენ ან პანდემიის შესახებ საუბრობენ, დაპატიმრების რისკს ექვემდებარებიან.
”თურქმენული ლექსიკონიდან ასეთი რადიკალური მეთოდით სიტყვა ”კორონავირუსი ”-ს ამოღებით , რათა მოახდინოს პანდემიის შესახებ ყველა ინფორმაციის დამალვა, თურქმენეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის თავის მოქალაქეებს”, – აცხადებენ ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.
ოფიციალური მონაცემებით, თურქმენეთში COVID-19 ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მარტის შუა რიცხვებში, თურქმენეთის მეთაურმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, რეკომენდაცია მისცა მოქალაქეებს, რომ ვირუსებისგან თავი დაიცვან  ძველი ხალხური საშუალებით – გარმალას კვამლით.

ნახეთ მეტი
Back to top button