მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთის მხარდაჭერის გამო

არმენპრესი. 31 მარტს, ამერიკული მხარის ინიციატივით, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწე ფილიპ რიკერთან. ამის შესახებ “არმენპრეს” -ს განუცხადეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან.

,,მხარეებმა დეტალურად  გაცვალეს მოსაზრებები  ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების და მათი გადალახვის მიმართულებით გაწეული ძალისხმევების გარშემო, ამასთან, ხაზი გაუსვეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და მოქმედებების კოორდინაციის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მნაცაკანიანმა კოლეგას გამოუხატა თავისი სოლიდარობა და თანადგომა ახალი კორნვირუსის წინააღმდეგ აშშ – ის მთავრობის მიერ განხორციელებულ  ბრძოლაში.
საუბარი შეეხო ხალხის გადაადგილებას სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შეზღუდვების გამო. ამასთან დაკავშირებით, მინისტრი მნაცაკანიანი შეეხო აშშ-ში მყოფ და სომხეთში დაბრუნების შესაძლებლობის არ მქონე სომხეთის მოქალაქეების წინაშე მდგარ უამრავ საკითხს, ხაზი გაუსვა ამერიკული მხარის მხარდაჭერას მათ მოგვარებაში.

თანამოსაუბრის თხოვნით, მინისტრმა მნაცაკანიანმა წარმოადგინა გუშინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სამხედრო ინციდენტის შედეგად შექმნილი ვითარება.
სატელეფონო საუბრის დასასრულს, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ფილიპ რიკერმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ მზადყოფნას, გადადგან აქტიური ნაბიჯები სომხეთ-ამერიკული თანამშრომლობის დღის წესრიგის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button