მთავარიპოლიტიკა

სომხეთში საგანგებო სიტუაცია კვლავ გაგრძელდება 10 დღით უფრო გამკაცრებულ რეჟიმში: ავინიანი

საგანგებო სიტუაციის  10 დღით  გახანგრძლივების დღეებში, სომხეთში ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტაქტიკა შეიცვლება და გამკაცრდება შეზღუდვები. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის  ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო სიტუაციების კომისარმა ტიგრან ავინიანმა.

„შეზღუდვების კიდევ 10 დღით გაგრძელება საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ პრევენციისა და  იზოლაციის სამუშაოები, დავეხმაროთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად დაადგინონ ისინი, ვინც კონტაქტში შედიოდა ინფიცირებულებთან  და მოახდინონ მათი  იზოლირება. ჩვენი მიზანია, ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გავზარდოთ ტესტების რაოდენობა  და ამ პროცესების შესაბამისად  შევამციროთ შეზღუდვებიც. უახლოეს 10 დღეში შესაძლოა ტაქტიკა შეიცვალოს და გამკაცრდეს შეზღუდვები. პოლიციის ძალებს  შეუერთდებიან ძალები სხვა  სტრუქტურებიდან, რათა გაზრდილი იქნას  ზედამხედველობის ეფექტურობა“, – თქვა ავინიანმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა  ქმედებას ახალი ტიპის კოროვირუსის პრევენციისათვის,  აქვს მეცნიერული საფუძველი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომისარმა აღნიშნა, რომ მთავრობას რომ ეს ნაბიჯები არ გადაედგა და შეზღუდვები არ დაწესებინა, მაშინ 1-ლი მარტიდან დაწყებული 75-80 დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოსახლეობის 89 % იქნებოდა ინფიცირებული და მხოლოდ ერევანში გვეყოლებოდა 8200 ჰოსპიტალიზირებული მძიმე შემთხვევა.     

სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 2020 წლის 16 მარტის  საღამოს 6:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილის  საღამოს 5 საათამდე. 24 მარტის 23:59 საათიდან 31 მარტის  23:59 საათამდე შეიზღუდა ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ნახეთ მეტი
Back to top button