თბილისმა მხარი დაუჭირა: სომხებმა შეძლეს თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება საქართველოს გავლით

საქართველოში ყველა საორგანიზაციო საკითხები თავის თავზე აიღო სომხეთის საელჩომ. მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში.
ერევანი – Sputnik. სომხეთის მოქალაქეებმა შეძლეს თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამის შესახებ იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩოს პრესსამსახური.
”საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა თურქეთიდან სომხეთის 73 მოქალაქის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიის გავლით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის მოქალაქეები თურქეთიდან ორი ავტობუსით გაიყვანეს. იმავდროულად, ქართულ მხარესთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხი სომხეთის საელჩომ თავის თავზე აიღო – შეხვედრა, საკვებით და პირველი საჭიროების საგნებით უზრუნველყოფა, ისევე როგორც მეგზურობა ,,ბაგრატაშენის“ საგუშაგომდე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამშობლოში დაბრუნება ადრე ორგანიზებული ჰქონდა საელჩოს იმ სომეხი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. მარტის ბოლოდან საქართველოდან სამშობლოში დაბრუნება ჩვენმა ოთხმოცდაოთხმა თანამემამულემ შეძლო.







