მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი: ”სომხეთი აშენებს სრულიად ახალ საგარეო პოლიტიკას”

სომხეთი აღარ აპირებს შეეგუოს “მესამე დონის ქვეყნის” სტატუსს და ის პოზიციურად იქნება იმ ქვეყნის პოზიციაზე, რომლის მოსაზრებებს ანგარიშს გაუწევენ. პრემიერ-მინისტრმა არ დამალა რისკები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა პოზიციამ.

ერევანი – Sputnik. სომხეთი აშენებს საგარეო პოლიტიკის სრულიად ახალ კონცეფციას, რაც აჩვენებს მის შეძლებულობას. ამის შესახებ, ოთხშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთი აღარ აპირებს შეეგუოს “მესამე დონის ქვეყნის” სტატუსს და ის პოზიციურად იქნება იმ ქვეყნის პოზიციაზე, რომლის მოსაზრებებს ანგარიშს გაუწევენ, ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მთავრობა პატივს სცემს თავის უცხოელ პარტნიორებს და მათგანაც მოითხოვს  მსგავს დამოკიდებულებას. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა გარკვეული რისკების წარმოქმნა, რომელიც გამომდინარეობს გამოხატული პოზიციიდან, თუმცა, მისივე თქმით, მან და მისმა გუნდმა უკვე გააკეთეს არჩევანი და ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ შემდგომშიც.
”ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა სახეზე  ხელები ავიფაროთ, რომ არ გვირტყან, ან, საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ დარტყმები და დავუბრუნოთ პასუხი. ბუნებრივია, ჩვენ ვაშენებთ კონსტრუქციულ და არაკონფლიქტურ ურთიერთობებს, მაგრამ მე ავირჩიე მეორე ვარიანტი და სხვაგვარად ვერ წარმოვიდგენ. სხვა ყველაფერი დეტალებია”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ დიპლომატიური კორპუსი ჯერ არ არის სრულად ადაპტირებული თამაშის ახალ წესებთან და ყველა თანამშრომელმა არ მიიღო მისი მკაცრი მიდგომები. ამასთან, დიპლომატების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს და იღებს მის პოზიციას, აღნიშნა მან.

”მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან დიდკაცთა მაგიდიდან ნამცეცების აკრეფით თავდახრას და რაღაცის ვედრებას. სამწუხაროდ, ეს ასეა და ბევრჯერ გავმხდარვარ ასეთი საქციელის თვითმხილველი”, – აღნიშნა მან.
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ რეაქციის არარსებობის შესახებ “აღორძინებული სომხეთის” დეპუტატ, ნაირა ზოჰრაბიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას, პრემიერ-მინისტრი გაცხარდა და აღნიშნა, რომ არცერთი ლიდერი არ ყოფილა ასე გულწრფელი ამ საკითხთან დაკავშირებით და არ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ასე ნათლად.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დარეგულირება მისაღები უნდა იყოს სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის.

”ჩემი პოზიცია არ შეცვლილა 2018 წლის მაისიდან, თუნდაც ერთი იოტით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები ყარაბაღის საკითხის მოგვარებაზე მსჯელობენ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გულისხმობენ ეტაპობრივ მიდგომას. ამ განცხადების საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე არ მიიღებს არც ერთ გადაწყვეტილებას, რაც საფრთხეს შეუქმნის არცახის ხალხის უსაფრთხოებას.
მისი თქმით, ასეთი მიდგომები (ეტაპობრივი გადაწყვეტა – რედ.) იყო 2014, 2016 წლებში, მაგრამ ისინი სომხური მხარისთვის მიუღებელია. 2018 წლიდან მოლაპარაკებები შემოიფარგლა მხოლოდ მხარეთა მიდგომების განხილვაში, შეთანხმების ცალკეულ ელემენტებთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა კი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა მკვეთრად გაიზარდა, რაც “სომხური მხარის პროვოკაციული ქმედებების გამო არის განპირობებული”. მან ბრძანა, რომ წინა ხაზზე გააძლიერონ ყველა სახის დაზვერვა.

ნახეთ მეტი
Back to top button