მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა დაასრულა სამდონიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის ფორმირება

2019 წელი სომხეთის თავდაცვის სექტორში  სერიოზული მიღწევების წელი იყო.

ასეთი განცხადება გააკეთა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრმა ტიგრან კარაპეტიანმა  ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის 2019 წლის პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ მოხსენების განხილვის დროს, იუწყება „სპუტნიკი სომხეთი“.

„პირველად სომხეთის ისტორიაში შეიძენილი იქნა  ზეთანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი. პირველად, სომხეთის  შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, სამხედრო მოქმედებების დაგეგმვისას,არ ჰქონდეთ მტრის ტერიტორიაზე მიუწვდომელი წერტილი. სომხეთის შეიარაღებულ ძალებმა დაასრულეს სამდონიანი საზენიტო თავდაცვის სისტემის ფორმირება, S-300 სისტემებთან ერთად, ჩვენს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს  შეუძლით მოწინააღმდეგის ნებისმიერი სამიზნის დარტყმა“, – თქვა კარაპეტიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო Tor-M2KM და Osa-AK საზენიტო სარაკეტო სისტემები.

ამასთან, გასულ   წელს წინა ხაზზე სერიოზული საინჟინრო  სამუშაოები ჩატარდა, რაც წელსაც გრძელდება.

რაც შეეხება სამხედრო ინდუსტრიას, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს სომხეთს აქვს საკუთარი იარაღი და შეიარაღება, რაც რამდენიმე წლის წინ შორეულ ოცნებას მოგვაგონებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button