საერთაშორისო

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

უკნასკნელი ერთი დღის  განმავლობაში  3.6 ბალიან  ბიძგს  ჰქონდა  ადგილი კახეთის  რეგიონში, იტყობინება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:06 საათზე მოხდა დედოფლისწყაროს მახლობლად. ეპიცენტრი დაფიქსირდა 36 კილომეტრის სიღრმეზე.

 ეს საქართველოში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული  მეორე მიწისძვრაა. პირველი მოხდა  24 მაისს  3,9 ბალიან ბიძგს ჰქონდა ადგილი საქართველოს  ყაზბეგის რეგიონში,   ინგუშეთის  საზღვართან.

ნახეთ მეტი
Back to top button