მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ქართული სკანდალის გამჩაღებლები. ვისთვისაა ხელსაყრელი?

ჰაკობ ბადალიანი, კომენტატორი
Lragir.am. თბილისის ინფექციური პათოლოგიების საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზგუბაიამ აღნიშნა, რომ საქართველო არ მალავს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობას და ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ის გამოეხმაურა სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის განცხადებას საქართველოში ინფექციის გამოვლენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.
სხვა რეაქციებიც იყო საქართველოდან არსენ თოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში საქართველოს საელჩოს მეშვეობით არსენ თოროსიანმა გამოთქვა სინანული, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული მედიაში. ამის შესახებ აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არსენ თოროსიანმა ისაუბრა საქართველოში ტესტირების ტიპის, მეთოდოლოგიის შესახებ და  აღნიშნა, რომ შესაძლოა გამოიყენება ნაკლებად საიმედო ტესტირება.

23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 782 პაციენტია, ერთ დღეში მხოლოდ 2 ინფიცირებული, მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სომხეთში. ეს ბადებს კითხვას, თუ რატომ არის ასე, ესე იგი ჩვენთან ცუდად იბრძოდნენ ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ?. ხოლო  ზოგისთვის კი ეს უბრალოდ კარგი შესაძლებლობაა პოლიტიკური შეტევებისთვის.

შესანიშნავია, რომ მეზობელ საქართველოში ასეთი სურათია. საქართველოს სტაბილური, კარგი სიტუაციით ყველა თვალსაზრისით სომხეთიც არის დაინტერესებული და ბევრჯერ შევხებივარ სომხურ-ქართული ბუნებრივი კავშირის გარემოებას. ბუნებრივი კავშირის გარემოება როგორც ჩანს,  არ ასვენებს სომხეთსა და საქართველოს მეზობელ ბევრ წრეებს, ვისთვისაც სომხურ-ქართული ღერძი არის კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების ახალი ხერხემალი, რომელიც უბრალოდ ისტორიაში აგზავნის რუსეთ-თურქეთის ხერხემალს. ეს ბევრს არ ასვენებს, მათ შორის ზოგიერთ წრეებს სომხეთში.

და გამოიყენება ნებისმიერი შესაძლებლობა სომხურ-ქართული რაიმე სკანდალის გაჩაღების განსახორციელებლად. ახლა კარგი მომენტია კორონავირუსი. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტს პროვოცირებენ ის ადამიანებიც, რომლებმაც უნდა გააცნობიერონ რამდენად დელიკატურია სომხურ-ქართული თემა და რამდენად ფრთხილად უნდა მიუდგნენ მას, სახელმწიფო უსაფრთხოების ეს მნიშვნელოვანი მიმართულება არ გახადონ პირადი ან პოლიტიკური გართულებების ან ამბიციების რესურსად.

კორონავირუსის ეპიდემიამ მსოფლიოში უამრავი საწინააღმდეგო სურათი შექმნა, და მანამ, სანამ ეპიდემია სრულად არ აღმოფხვრილა და არ დაფიქსირებულა, რომ ინფექცია აღარ არსებობს, ძალზე შედარებითია ამა თუ იმ მაგალითის მოყვანა.
ამავე დროს, ეს საკითხები თითოეული ქვეყნის შიდა საქმეა და თუ არსებობს კრიტიკა საკუთარი მმართველების მიმართ, ეს კრიტიკა უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებთან შედარების გარეშე.
ამ მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვინც ასეთ კითხვებს პასუხობენ. არ არის საჭირო იმის განხილვა, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას და რამდენად სანდოა იგი რომელიმე ქვეყანაში. თითოეული ქვეყნის იმიჯი ყალიბდება ათობით და, ალბათ, ასობით დეტალით, რომლებსაც მაქსიმალურად და სრულად ფლობენ მხოლოდ მოცემულ ქვეყანაში. და მორჩა.

ნახეთ მეტი
Back to top button