მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

არმენპრესი. როგორც “არმენპრეს”- ს განუცხადეს, სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, მილოცვაში ნათქვამია:
”გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს საქართველოს ეროვნული დღესასწაულის, დამოუკიდებლობის  აღდგენის დღესთან დაკავშირებით.
100 წელზე მეტი ხნის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებით, საქართველოს ხალხმა გამოთქვა გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის შესახებ. დღესაც კი, საქართველო აგრძელებს მე-20  საუკუნის დასაწყისში გამოცხადებული ამ ფასეულობების დაცვას და თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

საუკუნეების განმავლობაში, სომეხი და ქართველი ხალხების ურთიერთობები აღინიშნა ურთიერთპატივისცემითა და მეგობრობით, რომელთა საუკეთესო ასახვაა დღეს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობები. გარწმუნებთ, რომ სომეხი ხალხი დიდი სიხარულით ადევნებს თვალს მეგობრული საქართველოს ყველა წარმატებას და მიღწევას, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის სახელით, საქართველოს ჰყავს და ეყოლება ერთგული და საიმედო მეგობარი და მეზობელი.
ძვირფასო ბატონო პრემიერ მინისტრო,
მე მაღალ შეფასებას ვანიჭებ კორონავირუსის გავრცელების გამო განპირობებულ ამ რთულ პირობებში ჩვენს მთავრობებს შორის ჩამოყალიბებულ ეფექტურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის ტვირთის გადაზიდვის უწყვეტ განხორციელებას და სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია კაცობრიობისთვის ამ დიდი განსაცდელის გადალახვა.
ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოდ და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ძმურ საქართველოს ხალხს – ჯანმრთელობას და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში”.

ნახეთ მეტი
Back to top button