საზოგადოება

სომხეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჩამოიტანონ მედიკამენტები უცხოეთიდან ან შეუკვეთონ ისინი ფოსტით

,,ერევანი სპუტნიკი“ წერს, რომ სრ ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით და სრულად მიიღო კანონპროექტი „მედიკამენტების შესახებ“ სრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. პროექტის ავტორია ეროვნული ასამბლეის “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის დეპუტატი სისაკ გაბრიელიანი. ცვლილებების შედეგად, ამიერიდან დაიშვება მედიკამენტების მიღება საფოსტო სამსახურის საშუალებით.
პროექტი მიიღეს ერთხმად. დარბაზში მყოფმა ყველა 114 დეპუტატმა ხმა მისცა მომხრედ.
ადრე კანონით ნებადართული იყო წამლის შეძენა მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში, ანუ აფთიაქებში. ხოლო მედიკამენტები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იყო რეგისტრირებული, ან არ იყიდებოდა სომხეთში, შემოჰქონდათ  კერძო გზით მეგობრებისა და ნაცნობების მეშვეობით.
ახალი კანონპროექტის თანახმად, სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ  მედიკამენტები შემოიტანონ საზღვარგარეთიდან, ან შეუკვეთონ ისინი საერთაშორისო საკურიერო სერვისების საშუალებით, მაგრამ ამანათების მიღება შეიძლება არა უმეტეს თვეში ერთხელ. მედიკამენტების იმპორტის დასაშვებ მოცულობას და პროცედურას ამტკიცებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა.

ნახეთ მეტი
Back to top button