მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს: განხილული იქნა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები

დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა სომხეთის  პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა პრემიერ მინისტრ ნიკო ფაშინიანს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები, ასევე უსურვა მას და მის ოჯახს სწრაფიგამოჯანმრთელება.  ამის შესახებ ინფორმაციას სსომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. ავრცელებენ.

სატელეფონო საუბრის დროს, ნიკოლ პაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა გაცვალეს მოსაზრებები კორონავირუსის ეპიდემიის ვითარებასთან და შესაძლო შემდგომ განვითარებებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, მათ განიხილეს ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა სომხეთის მზადყოფნას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ამ წლის 24 ივნისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რამდენიმე დღის წინ მიწვევისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მანამდე გამოჯანმრთელდება და შეძლებს მონაწილეობის მიღება ყველა ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button