ეკონომიკა

ციხისძირში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ციხისძირში კომპლექს Bamboo Beach-ის მშენებლობა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პროექტი გახდება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა დაიწყო იმ დროს, როდესაც ტურიზმის გლობალური ინდუსტრია სერიოზულ პრობლემებს გადააწყდა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ნათია თურნავამ მიიღო მონაწილეობა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი მოიცავს პრემიუმ-კლასის 521 აპარტამენტს და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Аloft -ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პროექტში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობაში ჩართული იქნება 200 ადამიანი. მისი თქმით, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Аloft წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში, ახლა კი საქართველოშიც.

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა – პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განვლილ პერიოდში საქართველომ შეიძინა ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ახალ სასტუმროებს საფუძველი ჩაეყარა.

ციხისძირში მდებარე კომპლექს Bamboo Beach-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.

ციხისძირი – პატარა საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს ბათუმიდან 15 კილომეტრში და ქობულეთიდან 8 კილომეტრში. ციხისძირი ცნობილია იმითაც, რომ მის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ბიზანტიური პეტრას ციხის ნანგრევები.

ნახეთ მეტი
Back to top button