საზოგადოება

“საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა ექიმების შიდა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს” – ინფექციონისტი

,,Metronome.ge” წერს, რომ ექიმების შიდა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს – ამის შესახებ, ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ხმალაძემ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხმალაძე აღნიშნავს, საქართველო გადაურჩა იმ საშინელებას, რაც შესაძლოა, სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარიყო.

“საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა ექიმების შიდა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს. რას უკავშირდება ეს, არ იციან, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ თავის დროზე აკადეესისა, ტეტანუსის და სხვა აცრები კარგად გვიტარდებოდა. ძირითადად, ეს აცრები ბავშვებში ტარდებოდა და შესაძლოა, იმუნიტეტი ხალხს გენეტიკურად გადაეცა. ფაქტია, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გარკვეული იმუნიტეტის ფენა არსებობს. ღმერთის წყალობით, საქართველო მართლა მარიამის წილხვედრი ქვეყანა ყოფილა, მე ამაში დავრწმუნდი. ფაქტია, ამ ეტაპზე საქართველო გადაურჩა იმ საშინელებას, რაც შესაძლოა, სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარიყო“,- განაცხადა ხმალაძემ

ნახეთ მეტი
Back to top button