პოლიტიკა

აქცია თბილისში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ [ფოტო]

,,Tert.am“ წერს, რომ თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაცაა განთავსებული, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ცვლილებების თანახმად, პუტინის საპრეზიდენტო ვადები განულდება და ამგვარად, მას, როგორც მინიმუმ, 2036 წლამდე ექნება რუსეთის პრეზიდენტად დარჩენის საშუალება. ამის შესახებ წერს „ნეტგაზეთი“.

აქციაზე საქართველოში მყოფი ან მცხოვრები რუსები იმყოფებოდნენ. მათ ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: ,,უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და არა თუ კონსტიტუცია“, ,,არა სამუდამოდ პუტინს“.

„ნეტგაზეთი“ აქციაზე მყოფ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.

ამჟამად საქართველოში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის, ეგორ კუროპტევის თქმით, ვლადიმერ პუტინი მისთვის არის საქართველოსთან და უკრაინასთან ომის განსახიერება და ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი წინააღმდეგია, კიდევ ერთი დღით მაინც დარჩეს რუსეთის პრეზიდენტად:

,,Tert.am“-ის ინფორმაციით, „დღეს ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების ხმის მიცემის ბოლო დღეა. ეს საშუალებას მისცემს პუტინს, ხელისუფლებაში კიდევ 16 წელი დარჩეს. ბუნებრივია, ყველა ნორმალური და ადეკვატური ადამიანი იმის წინააღმდეგია, რომ პუტინი კიდევ ერთი დღით მაინც დარჩეს ხელისუფლებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button