საზოგადოება

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია გაიმართა

,,Tert.am“ წერს, რომ საქართველოს საზღვრის გახსნის მოთხოვნით სარფში საპროტესტო აქცია გაიმართა – ადამიანები, რომლებიც პერიოდულად თურქეთში მუშაობდნენ, ჩაკეტილი საზღვრის გახსნას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბოლო ოთხი თვეა ყველანაირი შემოსავლის გარეშე ცხოვრობდნენ, იუწყება ,,კვირა.გე“.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში.

,,Tert.am“ -ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით გაიცემა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის.

აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ამბობენ, რომ განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს, სანამ შედეგს არ მიაღწევენ. მათი თქმით, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ისინი პროტესტის მძიმე ფორმით, შიმშილობითაც იმუქრებიან. 

ნახეთ მეტი
Back to top button