საერთაშორისო

სააკაშვილი გამოვიდა უკრაინის უზენაეს სასამართლოში უცხოელ მოსამართლეთა ჩართვის სასარგებლოდ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, გამოვიდა უკრაინის უზენაეს სასამართლოში  უცხოელი მოსამართლეების ჩართვის საკითხთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს  ZIK-ი.

ამის შესახებ მან ილაპარაკა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) საექსპერტო განხილვის დროს.

„2-3 კვირაში წარმოგიდგენთ წინადადებებს სასამართლო სისტემაში რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია ახლა. იქნება ელემენტები, რომლებიც გააფართოვებენ არბიტრაჟს.  ჩვენ ვფიქრობთ, უზენაეს სასამართლოში უცხო ქვეყნების მოსამართლეთა ჩართვაზეც, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ დებატებს“, – თქვა სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნის გარეთ გატანილი კაპიტალზე გადასახადის დაწესების შესახებ.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ გატანილი  კაპიტალის გადასახადის საკითხის გადაჭრას,  ეს ასევე გახდება სიგნალი ინვესტორებისთვის. „ეროვნული საბჭოს სხდომაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ზელენსკიმ გამოთქვა სწორი აზრი, მაგრამ მისი გუნდის წევრებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ ნათელი არ არის“,-დასძინა მან.

მისი აზრით, უკრაინაში ჩამოყალიბდა “ჭაობი”, რომლის წყალობით შეუძლებელია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელება.

„ეჭვგარეშეა, რომ ჭაობია დამდგარი, რომ მან მიაღწია ზედა რადამდე, ეს უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, შევთანხმდეთ, გავერთიანდეთ ამ საკითხების ირგვლივ და ვიმოქმედოთ. თუ ვერ მივაღწევთ კონსენსუსს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა შორის, მაშინ არაფერი არ გამოგვივა“.

ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე დააყენა რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღების საკითხი.

“თუ გვექნება ეს ინსტრუმენტი (რეფერენდუმის ჩატარების მექანიზმი – რედ.),ის  მეტად პოპულარული გახდება. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკითხები რეფერენდუმის საშუალებით, რომლებიც ვერ იქნა მიღებული  ამ ჭაობის გამო“,- დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button