მთავარისაზოგადოება

საქართველო მზადაა დაეხმაროს სომხეთს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამის შესახებ განაცხადა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე დახმარებას გაუწევს იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელსაც სომხური მხარე დაასახელებს. „ქართული მხარე მზად არის მეზობელ ქვეყანას მიაწოდოს ის დახმარება, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა თიკარაძემ, იტყობინება News-Georgia.

ადრე ონლაინ შეხვედრის დროს,  საქართველომ და სომხეთმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თბილისი თავის ექიმებს გაგზავნის სომხეთში, მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button