მთავარისაზოგადოება

526 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

2020  წლის 9 ივლისის მონაცემებით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 526 ახალი შემთხვევა, სულ – 30346 შემთხვევა, რომელთაგან 18000 განიკურნა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.

ამ დროისთვის, კორონავირუსის დაავადების მქონე 11641 პაციენტი მკურნალობას იღებს. საერთო ჯამში, ჩატარდა 129 166 ტესტი.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი.  სულ გადრაცვლილთა რიცხვი შეადგენს 535-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button