მთავარიპოლიტიკა

წყარო: ტავუშში, სრ შეიარაღებულმა ძალებმა ახალი პოზიცია დაიკავა, შეწყვიტა რა აზერბაიჯანული ბაზის კომუნიკაცია

,,პანარმენიან.ნეტ“ -ი წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტავუშში ახალი პოზიცია დაიკავეს, რაც ანეიტრალებს ამ რეგიონში აზერბაიჯანული მხარის ერთ – ერთი მსხვილი ბაზის საკომუნიკაციო გზებს. როგორც ,,პანარმენიან.ნეტ“-ს აცნობა  ინფორმაციულმა წყარომ, რომლის სახელსაც ვითარების გამო ჩვენ ვერ დავასახელებთ, პოზიცია და ბაზა ემუქრებოდა რამდენიმე სომხურ სოფელს.

მანამდე, ექსპერტმა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა სპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა,  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს, გარდა ადამიანური მსხვერპლისა, ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატისა და პოზიციური დანაკარგი.

12 ივლისის სასაზღვრო პროვოცირების შემდეგ, 13 ივლისამდე, აზერბაიჯანმა რეგულარულად განაახლა დაბომბვა, შესვენება მხოლოდ ღამის 03:30 საათიდან 05:30 საათამდე მოხდა. ყველა დაბომბვა გამიზნულია სრ შეიარაღებული ძალების მიმართ და საწინააღმდეგო ცეცხლით ჩაჩუმებულია. თავდაცვის მინისტრის დავით ტონოიანის განცხადებით, მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი აქვს. სომხურ მხარეზე მსხვერპლი არ არის, დაშავდა 2 პოლიციელი და 3 კონტრაქტორი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანში იტყობინებიან 4 დაღუპულის და 4 დაჭრილის შესახებ.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩინარის მიმართულებით 82 და 120 მმ-იანი ყუმბარმტყორცნებიდან შესაბამისად 7 და 3 ჭურვი გაისროლა,. მსხვერპლი არ არის, მაგრამ ერთი ყუმბარა დაეცა სახლს, ორი კი ეზოში ჩამოვარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button